სამთვიანი პაუზის შემდეგ რომის კოლიზეუმი ვიზიტორებისთვის გაიხსნა

რომში კოლიზეუმი თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ ვიზიტორებისთვის გაიხსნა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კოლიზეუმში გარკვეული რეგულაციები მოქმედებს. ძეგლის შიდა ტერიტორიაზე ერთდროულად 200-300 ადამიანზე მეტის ყოფნა აკრძალულია. გამკაცრებულია სოციალური დისტანციის ზომები, სავალდებულოა პირბადეების ტარება. დამთვალიერებლებს ტერიტორიაზე შესვლამდე ტემპერატურას გაუზომავენ. ასევე, კოლიზეუმში მოსახვედრად საჭიროა ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა.

გახსნის დღეს, კოლიზეუმს მხოლოდ ადგილობრივები ესტუმრნენ, რადგან იტალიელებს სხვა რეგიონებში მოგზაურობა ჯერჯერობით აკრძალული აქვთ.

ცნობისთვის, რომის კოლიზეუმს 2019 წელს 7.5 მილიონი ადამიანი ესტუმრა.