როგორია ივანიშვილის დაფინანსებით გაშენებული დენდროლოგიური პარკი და როდის მიიღებს ის მნახველებს (+ფოტო)

ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით გაშენებული დენდროლოგური პარკი მნახველებისთვის მალე გაიხსნება.

პარ­კი სტუმრებს 15 ივ­ლი­სი­დან უმას­პინ­ძლებს. ფო­ტოგ­რაფ­მა ბად­რი ვა­და­ჭ­კო­რი­ამ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პარკში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, მათ­ზე ის იშ­ვი­ა­თი ჯი­შის ცხო­ვე­ლე­ბი და ფრინ­ვე­ლე­ბია ასა­ხუ­ლი, რომ­ლე­ბიც პარკში ბი­ნად­რო­ბენ - ხა­ლე­ბი­ა­ნი ირ­მე­ბი, ფლა­მინ­გო­ე­ბი, ლე­მუ­რე­ბი და ა.შ

"სად ნა­ხავ მსგავს სი­ლა­მა­ზეს თუ არა შეკ­ვე­თი­ლის დენ­დრო­ლო­გი­ურ პარკში, სა­დაც მე­გობ­რებ­თან ერ­თად გუ­შინ 31 მა­ისს გახ­ლდით...15 ივ­ლი­სი­დან კი ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­გეძ­ლე­ბათ ეს­ტუმ­როთ და და­ათ­ვა­ლი­ე­როთ ეს მარ­თლაც უნი­კა­ლუ­რი, და­სას­ვე­ნე­ბე­ლი და ჰო­რი­ზონტ გა­სა­ფარ­თო­ე­ბე­ლი პარ­კი... რაც მთა­ვა­რია შეს­ვლა სრუ­ლი­ად უფა­სო იქ­ნე­ბა!!!" - წერს ვა­და­ჭ­კო­რია.

ცნო­ბი­ლი ფო­ტოგ­რა­ფის ობი­ექ­ტივ­ში ის ხე­ე­ბიც მოხ­ვდა, რომ­ლებ­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან დენ­დრო­ლო­გი­ურ პარკში ეზი­დე­ბა.

"ეს კი ის ხე­ე­ბი გახ­ლავთ, რო­მელ­თა ნა­წი­ლის არ­სე­ბო­ბაც არა­ვის გა­უ­გია იმათ გარ­და, ვინც ში­შით შეჰ­ყუ­რებ­და გი­გან­ტურ ხეს თა­ვის ეზო­ში და ლო­ცუ­ლობ­და "არ მოს­ტყდეს და არ დაგ­ვე­ცეს თავ­შიო". ამა­სო­ბა­ში ამ გი­გან­ტუ­რი ხით და­ინ­ტე­რეს­და ერთი უც­ნა­უ­რი პი­როვ­ნე­ბა და უზარ­მა­ზა­რი თან­ხაც გა­და­უ­ხა­და მუ­დამ შე­ში­ნე­ბულ ხის მე­პატ­რო­ნეს.

ეს ისე ის­ტო­რი­ის­თვის, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში ჩვენ, უმა­დურ ხალ­ხს გვე­ნა­ხა გი­გან­ტუ­რი ხე­ე­ბის სი­დი­ა­დე და აღგ­ვექ­ვა თუ რა მცი­რე­ე­ბი ვართ ბუ­ნე­ბას­თან შე­და­რე­ბით, მე თვი­თონ ძა­ლი­ან მიყ­ვარს სი­დი­ა­დე ამ გი­გან­ტე­ბის და ამი­ტო­მაც რამ­დე­ნი­მე წლის წინ ამე­რი­კა­ში ვი­მოგ­ზა­უ­რე სწო­რედ საქ­ვო­ი­ე­ბის სა­ნახ­ვად და გა­და­სა­ღე­ბად..." - წერს ბად­რი ვა­და­ჭ­კო­რია ფო­ტო­ე­ბის კო­მენ­ტარ­ში.