საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 10-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 796 გახდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 10- ით გაიზარდა და 634 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 2508 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 300- პირი. საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.