საქართველოდან თხილის ექსპორტი გაიზარდა - Top-6 ქვეყანა, სადაც ქართული თხილი გადის

თხილი ერთ-ერთი ის პროდუქტია, რომლის ექსპორტიც, მიუხედავად მსოფლიო ლოკდაუნისა, 2020 წლის იანვარ-აპრილში გაიზარდა.

წელს 4 თვეში ქვეყნიდან 14,131 მლნ დოლარის ღირებულების 2 142 ტონა თხილი გავიდა. ეს კი შარშან ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თანხობრივად 26,5%-ით მეტია, 2019 წლის იანვარ აპრილში ქვეყნიდან თხილის ექსპორტმა 11,171 მლნ დოლარი შეადგინა.

საქართველოდან ძირითადად ნაჭუჭგაცლილი თხილი გადის. წელს 4 თვეში ექსპორტი 19 ქვეყანაში განხორციელდა. საქსტატის მონაცემებით, ექსპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე გერმანიაა, სადაც წელს 551,6 ტონა თხილი გავიდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-6 ქვეყანას, სადაც ქართული თხილი გადის:

გერმანია - 3, 883 მლნ დოლარი (551,6 ტონა)

იტალია - 3, 483 მლნ დოლარი (538 ტონა)

პოლონეთი - 921 ათასი დოლარი (139 ტონა)

ბელარუსი - 855 ათასი დოლარი (165 ტონა)

ჩეხეთი - 805,5 ათასი დოლარი ( 130,8 ტონა)

ესპანეთი - 793,4 ათასი დოლარი (111,5 ტონა)