„როდესაც ყველაფერი გაიხსნა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტები დახურულია, ეს არის კორუფცია,“- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მის პოსტს:
„როდესაც ყველაფერი გაიხსნა და ყველაზე დაცული, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები დახურულია, სადაც 4 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ეს არის კორუფცია. ამას აკეთებს მთავრობა თუ მთავრობაში გავლენიანი პირი, დიდი თუ პატარა ბანკების სასარგებლოდ, უძვრება გაჭირვებულ მოქალაქეებს და სავალუტო ჯიხურების ოჯახებს ჯიბეში და ცუდი კურსით ვალუტის კონვერტაციით და ბიზნესის წართმევით მილიონებს აკეთებინებს ვიღაცებს.
ეროვნული ბანკი როგორც ყოველთვის, უსუსურია. არც კი იცის, როდის დართავს რომელიღაც ჩინოვნიკი ამ სფეროს ამუშავების უფლებას.
სავაჭრო ობიექტების გახსნა გამოიწვევს ასევე თანხის კონვერტაციის მსურველთა მატებას ბანკებში, რაც ვირუსის გავრცელების დამატებითი საფრთხე შეიძლება გახდეს,“-წერს გოცირიძე.