„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ 3 ივნისიდან ყაზახ-საგურამოს 1000 მმ მაგისტრალური გაზსადენის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, მიმდინარე წლის 3 ივნისიდან, ყაზახ-საგურამოს 1000 მმ მაგისტრალური გაზსადენის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აქედან გამომდინარე, 3 ივნისის 08:00 საათიდან 5 ივნისის 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯანდარას, ლემშვენიერას, ქესალოს, ნაზარლოსა და ვახტანიგისს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” გაზსადენების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს, რაც მილსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.