თურქეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად წასვლის მსურველთათვის  განცხადებას ავრცელებს

თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს იმ მოქალაქეების საყურადღებოდ, რომლებსაც თურქეთში სამედიცინო მომსახურების მისაღებად წასვლა სურთ, განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მსურველებმა თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის მიღების შემდეგ, უნდა აიღონ სამკურნალო ვიზა.

„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად, მოქალაქეებმა და მათმა თანხმლებმა პირებმა, თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს - USHAŞ მიერ გაცემული ნებართვის მიღების შემდეგ, საჭიროა, რომ აიღონ მიზნობრივი (სამკურნალო) ვიზა, რისთვისაც უნდა მიმართონ თბილისში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს, საკონსულო სამსახურს, ან ბათუმში თურქეთის გენერალურ საკონსულოს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.