ევროპარლამენტის წევრი დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება. როგორც ევროპარლამენტარი, ლეიბორისტული პარტიის წევრი კატი პირი აცხადებს, დასაქმებულთა უფლებების დაცვა საქართველოსა და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.
„მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოს და ევროკავშირისთვის დასაქმებულთა უფლებების დაცვა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობით, სოციალური დიალოგით და ძლიერი შრომის ინსპექციით. ვიმედოვნებ, რომ ყველა პროგრესული პარტია, მათ შორის, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, მხარს დაუჭერს შემოთავაზებულ კანონპროექტს“, - აცხადებს კატი პირი.
აღნიშნულ კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.