იტალია დღეიდან ევროპელი ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის

იტალია დღეიდან ევროპის ქვეყნების უმეტესობისთვის საზღვრებს ხსნის. მედიის ინფორმაციით, შეზღუდვები იხსნება ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზეც.

„ვაცნობიერებთ რისკს, რომ შესაძლოა, გავრცელების მაჩვენებელი კვლავ გაიზარდოს. თუმცა ეს რისკი უნდა მივიღოთ, სხვაგვარად ვერასდროს მოვახერხებთ გახსნას,“- განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ.

შეგახსენებთ, იტალია კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა მსოფლიოში. ბოლო მონაცემებით, იტალიაში „კოვიდ 19“-ით 230 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და 33 500 დაიღუპა.