“ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ტრადიციული სეზონური შეთავაზებით მომხმარებელი ივნისშიც ისარგებლებს.
ამის შესახებ “ტოიოტა ცენტრ თბილისიდან” იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში ტოიოტას მარკის ავტომობილების მფლობელ ფიზიკურ პირებს, ძრავის ორიგინალი წარმოების ზეთსა და ფილტრს სპეციალურ ფასად სთავაზობს. გარდა ამისა, სპეციალურ ფასში აღნიშნული ავტონაწილების შეცვლის მომსახურებაც შედის.
„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სეზონური შეთავაზებით დაინტერესებული Toyota VITZ-ის, IST-ის და YARIS-ის მძღოლებისთვის სპეციალური ფასი შეთავაზებული პაკეტისთვის - „ორიგინალი ზეთი და ფილტრი + შეცვლის მომსახურება“ - 100 ლარი იქნება. Toyota Corolla-ს მფლობელები ამ ტიპის მომსახურებას 120 ლარად მიიღებენ, Toyota Camry-ს, Prius-ის და RAV4-ის მძღოლები კი - 135 ლარად.
„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ინფორმაციით, აქციის ფარგლებში შეთავაზებული ძრავის ზეთი და ფილტრები ისევე, როგორც სხვა ავტონაწილები და აქსესუარები, რომელთა შეძენაც „ტოიოტა ცენტრ თბილისშია“ შესაძლებელი, არის გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის, ორიგინალი (იაპონური) წარმოების და დამზადებულია სპეციალურად ტოიოტას მარკის ავტომობილებისთვის. გარდა ამისა, ცენტრში მისულ მომხმარებელს ნებისმიერი სხვა სახის სერვისსა და ავტონაწილზე კვლავინდებურად უცვლელი ფასები დახვდება.
„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ავტომობილების მფლობელებს მოემსახურებიან „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული მაღალპროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც მზად არიან მომხმარებელს დამატებით, ნებისმიერ ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია გაუწიონ და პანდემიის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების სრული დაცვით მოემსახურონ. სეზონურ აქციაში ჩართვით, მომხმარებელი შეძლებს უმოკლეს დროში განაახლოს თავისი ავტომობილი და ამასთან ერთად, მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღოს.
აქციით სარგებლობის მსურველებს ტექნიკური მომსახურების მიღებაზე წინასწარ ჩასაწერად, შეუძლიათ დაუკავშირდნენ „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და ეწვიონ ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე - მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ. www.toyota-tbilisi.com