„გაზპრომს“ Nord Stream 2-ის საქმეზე შესაძლოა, 50 მლნ ევროს ჯარიმა დაეკისროს. პოლონეთის ანტიმონოპოლური სამსახური UOKiK-ი რუსული გაზის გიგანტს ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. ორგანიზაციამ სარჩელი უკვე აღძრა.
„გაზპრომს“, მიუხედავად შედეგებისა, რომელსაც Nord Stream-2 მშენებლობასთან დაკავშირებით გამოძიება დადებს, 50 მლნ ევროს ჯარიმის გადახდა მაინც მოუწევს“, - აღნიშნულია პოლონეთის ანტიმონოპოლური სამსახურის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2020 წლის დასაწყისში, პოლონეთის ანტიმონოპოლურმა სამსახურმა „გაზპრომს“ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების მიწოდება სთხოვა. ეს იყო „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის მიერ დადებული კონტრაქტები სხვა კომპანიებთან, რომლებიც აფინანსებდნენ Nord Stream-2 მშენებლობას. ძირითადად ხელშეკრულებები ეხებოდა გაზის გადატანას, განაწილებას, გაყიდვას, მიწოდებასა და შენახვას. მიუხედავად „გაზპრომის“ ვალდებულებისა, რომ ითანამშრომლოს მენეჯმენტთან, კომპანიამ ანტიმონოპოლურ სამსახურს ინფორმაცია არ მიაწოდა.
”წესები ყველასთვის გასაგები და იგივეა, მაგრამ „გაზპრომმა“ რამდენჯერმე უარი თქვა დოკუმენტაციის მიწოდებაზე. რუსული გაზის გიგანტი კანონზე ზემოთ ვერ იქნება. ასე რომ, მე აღვძარი საქმე „გაზპრომის“ წინააღმდეგ. კანონის თანახმად, კომპანიას ემუქრება ფინანსური სანქცია 50 მლნ ევროს მოცულობის“ - განაცხადა პოლონეთის ანტიმონოპოლური სამსახურის ხელმძღვანელმა თომას ქროსნიმ.