მცხეთის მუნიციპალიტეტში მტკვარსა და არაგვზე არსებულ ხიდებზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

მცხეთის მუნიციპალიტეტში მტკვარსა და არაგვზე არსებულ ხიდებზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

კონკრეტულად, 4 ივნისიდან 10 ივნისამდე, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-19 კმ-ზე მდებარე მდინარე მტკვარზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე, კერძოდ ხაშური-თბილისის მიმართულებაზე და 25-ე კმ-ზე არსებულ მდინარე არაგვზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე ორივე მიმართულებაზე, ხიდის სავალი ნაწილის მოფრეზვის და მოასფალტების სამუშაოების ჩატარების გამო, მოძრაობა ნაწილობრივ, ერთ ზოლზე შეიზღუდება.

ავტოტრანსპორტის გადაადგილება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.