"წელს, სახელმწიფო ბიუჯეტი გაიზარდა 330 მილიონამდე, 300 მლნ ბანკების, ხოლო 30 მილიონი საფინანსო ორგანიზაციების გავლით იქნება ათვისებული"

წელს, სახელმწიფო ბიუჯეტი გაიზარდა 330 მილიონამდე, 300 მილიონი ბანკების გავლით იქნება ათვისებული, ხოლო 30 მილიონი საფინანსო ორგანიზაციების გავლით. ძირითადი ბენეფიციარები იქნებიან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძე ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმებზე დასმულ შეკითხვას. გვენეტაძის განმარტებით, საკრედიტო-საგარანტიო სქემა სახელმწიფო ბიუჯეტში ადრეც იყო.

"თუ არ ვცდები, მაშინ თანხა დახლოებით 20 მილიონი ლარი იყო, მაგრამ მაშინ არ იყო ძალიან დიდი აუცილებლობა ამის სარგებლობის, რადგან სესხებით ზრდა საკმაოდ კარგი იყო და რესურსების მიწოდებაში არ არსებობდა პრობლემა, მოთხოვნაც საკმაოდ კარგი იყო. დღეს სხვა სიტუაციაა, იქედან გამომდინარე, რომ რისკები გაზრდილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ ინსტრუმენტს ძალიან ბევრი ქვეყანა იყენებს. აქედან გამომდინარე, ამ ინსტრუნენტის დამუშავება და გავლა მოხდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათ ექსპერტებთან, რომელთაც კარგი გამოცდილება აქვთ. წელს, სახელმწიფო ბიუჯეტი გაიზარდა 330 მილიონამდე, 300 მილიონი იქნება ბანკების გავლით ათვისებული, ხოლო 30 მილიონი იქნება საფინანსო ორგანიზაციების გავლით ათვისებული. ძირითადი ბენეფიციარები იქნებიან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. ეს იქნებიან ის ბიზნესები, რომელთაც დღეს, პანდემიის გამო სირთულეები აქვთ, მაგრამ გადახდისუნარიანები არიან და როცა ეს პერიოდი გაივლის, ისინი გააგრძელებენ მუშაობას. ზუსტად იმიტომ ხდება ის, რომ მათი მუშაობა არ შეფერხდეს და კარგად გადაიტანონ ის სირთულეები, რაც დღეს არსებობს. კრიტერიუმები შემუშავებულია და ვფიქრობთ, რომ ეს წარმატებული უნდა იყოს",- განაცხადა კობა გვენეტაძემ.