ბრიტანული სპორტული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Aston Martin-ი, ხარჯების ოპტიმიზაციისთვის 500 პერსონალის შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.
2019 წლის წლიური ანგარიშის თანახმად, კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 2,450 ადამიანი.
”Aston Martin-ი მალე დაიწყებს კონსულტაციებს 500 თანამშრომლის შემცირებასთან დაკავშირებით, რაც უკვე დაგეგმილი იყო“, - აღნიშნულია კომპანიის ვებგვერდზე.
ამასთან, კომპანია წლის ბოლომდე აპირებს წარმოების ხარჯების 8 მლნ ფუნტით შემცირებას.