საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო ჯამში, 26 მლნ ლარზე მეტის ჯარიმა გამოიწერა

საქართველოში კოვიდ-19-ის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 8 737 ფაქტი, რისთვისაც 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.

მათივე თქმით, მათ შორის კონკრეტულად:

  • თვითიზოლაციის ან საკარანტინო სივრცის დატოვების ფაქტი: საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ იქნა 382, ხოლო დაჯარიმდა 144 პირი;
  • მგზავრთა გადაყვანის ან მგზავრობის წესის დარღვევა: დაჯარიმდა 1 406 ფიზიკური პირი;
  • მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილება: დაჯარიმდა 430 ფიზიკური პირი;
  • 3 პირზე მეტის შეკრების ან ობიექტზე 2 მეტრის დისტანციის დაუცველობა და პირბადის გამოუყენებლობა: დაჯარიმდა 1 850 ფიზიკური პირი;
  • კომენდანტის საათის დარღვევა: დაჯარიმდა 4 820 ფიზიკური პირი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გადაადგილება: დაჯარიმდა 27 ფიზიკური პირი;
  • იურიდიული პირის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობის ფაქტი: დაჯარიმდა 21 იურიდიული პირი;
  • ინდ. მეწარმის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობის ფაქტი: დაჯარიმდა 39 ფიზიკური პირი (ინდ.მეწარმე).

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევდა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით დაჯარიმებას. შესაბამისად, გამოდის, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმის მოცულობა ფიზიკური პირების შემთხვევაში - 26 148 000 ლარი; ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში - 315 ათასი ლარი იყო.

თაია არდოტელი
4 ადამიანი ლიფტში, მომხმარებლები ზურგით ერთმანეთისკენ - რა წესების დაცვა მოგიწევთ „გალერია თბილისში“
„ველოდებით რეკომენდაციებს - ბევჯერ მივმართეთ ხელისუფლებას, თუმცა არ ისმის არაფერი“
საშხაპეების გაუქმება, დისტანცია კარადებს შორის - რა ახალი წესებით შეიძლება მოუწიოთ ფიტნეს დარბაზებს გახსნა