1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9841 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9841 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9841 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0416 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0575 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3422 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4087 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0665 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.