ესპანეთი 22 ივნისიდან საფრანგეთსა და პორტუგალიასთან სახმელეთო საზღვარს ხსნის,- ამის შესახებ ესპანეთის ტურიზმის მინისტრმა, რეიეს მაროტომ განაცხადა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაგვეხმარება ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა გავზარდოთ,” - განაცხადა რეიეს მაროტომ.
მისივე თქმით, ესპანეთი აღნიშნულ ქვეყნებთან 14-დღიანი საკარანტინო რეჟიმის გაუქმების მიზნით ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს.
ცნობისათვის, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო ესპანეთის მთავრობამ პორტუგალიასთან და საფრანგეთთან საზღვრები მარტის შუა რიცხვებში ჩაკეტა.