საბოლოო ჯამში, COVID-19-თან ბრძოლის ანტიკრიზისული გეგმის 1-ელი და მე-2 ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებების ბიუჯეტი 2020 წლის განმავლობაში 3.15 მილიარდი ლარია.
ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კოვიდანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი სოციალური მხარდაჭერა - 1.04 მილიარდი ლარი; ეკონომიკაზე ზრუნვა და მეწარმეთა მხარდაჭერა - 1.76 მილიარდი ლარი; ხოლო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და პანდემიასთან ბრძოლა - 350 მილიონი ლარია.
„როგორც 2020 წლის ბიუჯეტის, ასევე მომდევნო წლის ბიუჯეტის ფარგლებში ანტიკრიზისულ გეგმაში წარმოდგენილ ჰორიზონტალურ ღონისძიებებთან ერთად, შემუშავებულია და ხორციელდება მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამები ცალკეულ სექტორებში, მათ შორის ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და დეველოპერული სექტორების მიმართულებით.
ამ ღონისძიებების მიზანია, როგორც მიმდინარე, ასევე მომდევნო წლის განმავლობაში ხელი შეუწყოს სექტორების კრიზისიდან სწრაფად გამოსვლას და გაჯანსაღებას, სექტორებში მოქმედი კომპანიებისა და დასაქმებული ადამიანების მხარდაჭერას. გარდა ამისა, ქვეყნის ეკონომიკაზე, მათ შორის საფინანსო სექტორზე პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა დროებითი საზედამხედველო გეგმა და გაატარა მნიშვნელოვანი ფულადსაკრედიტო ღონისძიებები, რომლებიც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის ცენტრალური ბანკის და სხვა წამყვანი ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციებთან“, - ნათქვამია ანგარიშში.