აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის შემცირებისთვის USAID-ი საქართველოს კიდევ 1 მილიონი დოლარით დაეხმარება

აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის შემცირებისთვის USAID-ი საქართველოს კიდევ 1 მილიონი დოლარით დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას USAID/Georgia სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დახმარება მოიცავს სამედიცინო დაწესებულებებისათვის ჰიგიენური და სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემას, სწრაფი რეაგირების ჯგუფების ხელშეწყობას, ინფექციის კონტროლს და სხვა ღონისძიებებს.

"ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონა ვირუსის შემცირებისთვის USAID-საქართველოს კიდევ 1 მილიონი დოლარით დაეხმარება. ეს მხარდაჭერა, რომელიც განხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) პარტნიორობით, მოიცავს სამედიცინო დაწესებულებებისათვის ჰიგიენური და სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემას, სწრაფი რეაგირების ჯგუფების ხელშეწყობას, ინფექციის კონტროლს, ვირუსის გავრცელების პრევენციას და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომუნიკაციის გაძლიერებას" , - ნათქვამია ინფორმაციაში.