სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიქოზი დააზარალა

გორის მუნიციპალიტეტი სეტყვამ დააზარალა. გორის მერის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველაზე მეტად დაზარალდა სოფელი ქვემო ნიქოზი.

,,სამწუხაროდ, მეორე დღეა უამინდობაა ჩვენს მუნიციპალიტეტში და შესაბამისად, ზარალიცაა. ცოტა ხნის წინ მოსულმა სეტყვამ სოფელი ქვემო ნიქოზი დააზარალა. დაზიანდა ხეხილის ბაღები, კურკოვანი ხილის და ყურძნის მოსავალი, რაც შეეხება სხვა სოფლებს, ზიანის შესახებ მერიაში ინფორმაცია არ შემოსულა“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ქვემო ნიქოზის მცხოვრებთა განცხადებით, სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა.