ბინების ფასი თებერვლის მერე 4%-ით; ქირავნობის კი - 12%-ით არის შემცირებული.
ამის შესახებ „თიბისის“ უძრავი ქონების კვლევაშია აღნიშნული.
კერძოდ, კვლევის თანახმად, თებერვალთან შედარებით, ბინების გაყიდვის ფასი დოლარში 4%-ით შემცირდა; ხოლო ლარში - 0,2%-ით არის შემცირებული.
ამასთან, როგორც „თიბისის“ უძრავი ქონების კვლევაშია აღნიშნული, მაისში ქირავნობის სარგებელი 8%-მდე შემცირდა; მაშინ როცა აპრილში - 8.1%; ხოლო თებერვალში - 8/7% იყო.