5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ვაშლი შემოდის

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში შერჩეული ხილისა და ბოსტნეულის იმპორტის 2019 წლის მონაცემებს აქვეყნებს.

კერძოდ, ჩამონათვალში მოხვდა ბანანი, ციტრუსები, ვაშლი, პომიდორი და კიტრი.

საქსტატის ცნობით, ქვეყანაში გასულ წელს ჯამში, 21 381 800 აშშ დოლარის ბანანი; 12 613 800 დოლარის - ციტრუსები; 1 876 900 დოლარის - ვაშლი, 5 532 300 აშშ დოლარის პომიდორი და 3 224 100 დოლარის კიტრი შემოვიდა.

მათ შორის, ვაშლის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს თურქეთი, საიდანაც 837.1 ათასი დოლარის იმპორტი განხორციელდა; მას მოსდევს - უკრაინა - 432.2 ათასი დოლარით; მე-3 ადგილზეა ნიდერლანდი - 169 ათასი დოლარით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ირანი და პოლონეთი ინაწილებენ, საიდანაც შესაბამისად, 157.5 ათასი და 152.8 ათასი დოლარის ვაშლი შემოვიდა.

თაია არდოტელი