კომპანია GAP-მა კორონავირუსის ეპიდემიის გამო პირველი კვარტალი 932 მლნ დოლარის ზარალით დაასრულა. ამასთან, კომპანიის აქციების ღირებულება 8%-ით შემცირდა, - წერს Reuters-ი.
კომპანია Gap-ი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში დაახლოებით 2,800 მაღაზიას ფლობს, ამბობს, რომ რეგიონში მაღაზიების 55% ამჟამად ღიაა და ონლაინ გაყიდვებიც იზრდება.
„კომპანიის უფრო ძვირადღირებულმა ბრენდმა, როგორიცაა Gap და Banana Republic, ცუდი შედეგი აჩვენა, რადგან მყიდველები სახლში იზოლაციის დროს უპირატესობას ძვირადღირებულ ტანსაცმელს არ ანიჭებენ. უფრო ხელმისაწვდომ ბრენდებზე, როგორიცაა Old Navy და Athleta, დიდი მოთხოვნა იყო“, - აცხადებენ GAP-ში.
კომპანიის ინფორმაციით, პირველ კვარტალში წმინდა ზარალმა 932 მლნ დოლარი შეადგინა, წმინდა შემოსავალი შემცირდა 43%-ით და შეადგინა 2,11 მლრდ დოლარი.