როგორ შეიცვალა ირაკლი ღარიბაშვილის ქონება პრემიერობიდან თავდაცვის მინისტრობამდე

"მთავრობაში მობრუნებული მინისტრი" - საზოგადოებაში ასეც მოიხსენიებენ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც 2015 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, პოლიტიკური არენიდან დროებით "გაქრა", 2019 წელს კი თავდაცვის მინისტრად დაბრუნდა.

ამას გარდა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საარჩევნო პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურად ჩაერთვება. მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია და მასთან ნათესაური კავშირიც აქვს. შესაძლოა სწორედ ღარიბაშვილი ჩაუდგეს სათავეში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს.

ამ ცოტა ხნის წინ, "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბამ" ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რა და გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მა­ჯის სა­ა­თე­ბის ჯა­მუ­რი ფასი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ ლარს აჭარ­ბებს. ის და მისი მე­უღ­ლე ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვი­ლი სხვა­დას­ხვა დროს ატა­რებ­დნენ 8 სა­ათს, თი­თო­ე­უ­ლის ფასი 18-დან 300 ათას ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი თავად მინისტრმა გააკეთა. ღარიბაშვილის თქმით, პო­ლი­ტი­კამ­დე 10 წელი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან მუშაობდა და ჰქონ­და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი: "გან­სხვა­ვე­ბით, გარ­ყვნი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ფერს კად­რუ­ლო­ბენ. მთე­ლი ის ინ­ფორ­მაცია, რომ ნა­ხე­ვარ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი სა­ა­თე­ბი მი­კე­თია, და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შე­საყ­ვა­ნად.

მა­გა­ლითს გე­ტყვით, ეს არ არის ღია ინ­ფორ­მა­ცია - როცა პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვე­დი, ბოლო ორ წელ­ში, მქონ­და ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი შე­მო­სა­ვა­ლი. ეს არის დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, კონ­სულ­ტა­ცი­ის გზით მი­ღე­ბუ­ლი, თუ ბიზ­ნეს და სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ებ­ში ჩემი ჩარ­თუ­ლო­ბით. პო­ლი­ტი­კამ­დე კი, გი­თხა­რით ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა, ვმუ­შა­ობ­დი ადა­მი­ან­თან, რომ­ლის გვერ­დი­თაც ვარ უკვე 17 წე­ლია...

რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს რა ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ა­თი მი­კე­თია, არც მე და არც ჩემს ოჯახს, არა­ვის­თვის არა­ფე­რი წაგ­ვირ­თმე­ვია და თუ რამე მაქვს, ყვე­ლა­ფე­რი დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლია და ამას გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

საინტერესოა რა ქონებას ფლობს, პოლიტიკაში დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი. მან ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2019 წლის 13 ოქტომბერს შეავსო.

მთავრობაში დაბრუნებამდე ღარიბაშვილი შპს "ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლის პოზიციას იკავებდა, სადაც მისმა შემოსავალმა 2018 წლის განმავლობაში 169 926,87 ლარი შეადგინა.

უძრავ-მოძრავ ქონებას რაც შეეხება, ღარიბაშვილი ფლობს 121,8 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, იმავე მისამართზე მდებარე 16 კვ. მეტრის ავტოფარეხს; დედაქალაქში მდებარე 170 კვ. მეტრისა და 159 კვ. მეტრის ბინებს, ასევე იმავე მისამართზე მდებარე ორ - 38 კვადრატული მეტრისა და 11 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს. მის საკუთრებაშია ასევე, მსუბუქი ავტომობილი, 2019 წელს გამოშვებული - აუდი A8, რომელიც განვადების ხელშეკრულების თანახმად, მიმდინარე წელს 75 620 ევროდ აქვს შეძენილი.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, ღარიბაშვილს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 44 357.53 ლარი; 169,31 დოლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით, 50 000 ლარი ჰქონდა. იხილეთ სრულად