„უნდა გავიაროთ ყველა სახის ადაპტაცია იმისთვის, რომ მივეჩვიოთ - სწრაფად გამოვავლინოთ ინფიცირებული ადამიანი, სწრაფად ვუმკურნალოთ და დავაბრუნოთ ოჯახსა და სამსახურში"

უნდა გავიაროთ ყველა სახის ადაპტაცია იმისთვის, რომ მივეჩვიოთ. სწრაფად გამოვავლინოთ ინფიცირებული ადამიანი, სწრაფად ვუმკურნალოთ და დავაბრუნოთ ოჯახსა და სამსახურში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება კორონავირუსის შიდა გავრცელებას აკონტროლებს, თუმცა იმპორტირებული შემთხვევები დიდი რისკის შემცველია.

„უნდა გავიაროთ ყველა სახის ადაპტაცია იმისთვის, რომ მივეჩვიოთ. სწრაფად გამოვავლინოთ ინფიცირებული ადამიანი, სწრაფად ვუმკურნალოთ და სწრაფად დავუბრუნო ოჯახსა და სამსახურს, რომ ადამიანს შემოსავალი ჰქონდეს და ოჯახის რჩენა შეძლოს. მარტივი ჭეშმარიტებებია. მაგრამ ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა, რომ უკიდურესად გონივრულად, პასუხისმგებლიანად და ეფექტიანად მოქმედებდეს, პირველ რიგში, ექიმები, გარდა ამისა, პოლიცია, საზღვარი. რაც ყველაზე დიდი რისკის შემცველია, არის იმპორტირებული. ჩვენ ვირუსის შიდა გავრცელებას ვაკონტროლებთ, არ გვაქვს ახალი კლასტერი, ვინმე ინფიცირებული თუ გვყავს, ვხედავთ. ძალიან კარგად მუშაობს კარანტინის სივრცეები, ადამიანი რომ შემოდის, 14 დღე ჩერდება, შემდეგ ანალიზი უტარდება. სწორედ იქიდანაა ბევრი ინფიცირებული. ამიტომ ეს სისტემა კარგად გვაქვს დალაგებული, თუმცა იმპორტირებული მაინც დიდი რისკის შემცველია. ჩვენ ქვეყანას, საერთაშორისო ვაჭრობას ვერ გავაჩერებთ, სატვირთო მანქანები მოძრაობენ, მათ შორის ქუთაისის გავლითაც, ეს ყველაფერი რისკის შემცველია და აქ კონტროლს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ, ექიმების შემდგომ, მებაჟეები, პოლიციელები, პატრული არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“,- განაცხადა გახარიამ.