Top -10 ღვინის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა

მსოფლიოში ყოველწლიურად 250 მლნ ჰექტოლიტრ ღვინოს მოიხმარენ. მათ შორის უმსხვილესი იმპორტიორი აშშ-ა, თუმცა ერთ სულ მოსახლეზე ღვინის მოხმარების მაჩვენებელი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, არც თუ ისე მაღალია.

როგორც უცხოური გამოცემა წერს, გასაყიდი ღვინო მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში იწარმოება, რომელთა შორის ლიდერები საფრანგეთი, ესპანეთი და იტალიაა.

წარმოგიდნეთ, მსოფლიოში ღვინის ყველაზე მსხვილ იმპორტიორ ქვეყნებს:

1. აშშ - მიუხედავად იმისა, რომ აშშ ღვინის ყველაზე დიდ ბაზარს წარმოადგენს, თავად ქვეყანაში გასაყიდი პროდუქტის მხოლოდ ორი მესამედი იწარმოება. 2018 წელს აშშ-მ 5.6 მლრდ დოლარის ღვინის იმპორტი განახორციელა, რაც გლობალური მოცულობის 24%-ს შეადგენს, ხოლო გაყიდვების 26%-ს. აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე 25 წელია, რაც მსოფლიოს მასშტაბით იმპორტში აშშ-ის წილი უცვლელია. ამერიკაში ღვინის ორი მესამე იმპორტირებულია საფრანგეთიდან, დანარჩენი კი, ახალი ზელანდიიდან, ავსტრალიიდან, ესპანეთიდან, არგენტინიდან, ჩილედან, პორტულგალიიდან და გერმანიიდან.

2. გაერთიანებული სამეფო - 2018 წელს ქვეყანამ 1,3 მლრდ დოლარის ღვინის იმპორტი განახორციელა. აქედან დაახლოებით სამი მეოთხედი ისეთი ქვეყნებიდან შეიძინა როგორიცააა, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და გერმანია. გაერთიანებულ სამეფოში ყოველწლიურად იმპორტირებულია დაახლოებით, 38 მლნ ჰექტოლიტრი ღვინო, თუმცა ამის მხოლოდ ნახევარს მოიხმარს, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებში გადის.

3. გერმანია - 2018 წელს გერმანიამ 3,1 მლრდ დოლარის ღირებულების ღვინო შეიძინა. ქვეყანაში წარმოებული ღვინის ძირითადი ნაწილი თეთრია, ამიტომ გერმანია წითელი ღვინის იმპორტს ახორციელებს. ქვეყნისთვის ღვინის ძირითადი მიმწოდებლები არიან საფრანგეთი და ესპანეთი.

4. ჩინეთი - 2018 წელს ჩინეთმა 2,9 მლრდ დოლარის ღვინო შეიძინა, რაც გლობალური იმპორტის 7,5%-ს შეადგენს. ჩინეთი მსოფლიოს იმ 5 ქვეყანას შორისაა, სადაც ყველაზე დიდი მოცულობის ღვინოს მოიხმარენ. საუბარია, ყოველწლიურად დაახლოებით, 18 მლნ ჰექტოლიტრი ღვინის მოხმარებაზე.

5. კანადა - ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 2 მლრდ დოლარის ღვინის იმპორტი ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ მოხმარება საკმაოდ დიდია, ქვეყანა არ აწარმოებს იმ მოცულობს პროდუქტს, რომ შიდა მოთხოვნა დააკმაყოფილოს. შესაბამისად, პროდუქტის 70% შემოაქვს საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ავტსრალიიდან და სხვა ქვეყნებიდან.

6. იაპონია - ღვინის ყველაზე მსხვილ იპორტიორ ქვეყნებს შორის, იაპონია მეექვსე ადგილზეა. მისი წლიური იმპორტი 1, 7 მლრდ დოლარს აღწევს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში იაპონიაში ღვინოზე მოთხოვნა თითქმის, ოთხჯერ გაიზარდა. პროდუქტის ძირითად ნაწილს კი ავსტრალიიდან და სამხრეთ ამერიკიდან ყიდულობს.

7. ჰონგ-კონგი - დაახლოებთ, 7,3 მლნ ადამიანი ცხოვრობს ჰონგ-კონგში, ყოველწლიურად კი 5,5 მლნ ტურისტი ჩადის. ადგილობრივების და ტურისტების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ჰონგ-კონგი ყოველწლიურად 1,5 მლრდ დოლარის ღვინის იმპორტს ახორციელებს.

8. ნიდერლანდები - ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 900 ათასი ლიტრი თეთრი და წითელი ღვინო იწარმოება. თუმცა, ყურძნის სხვადასხვა ჯიშებისთვის ნიდერლანდების კლიმატი არც თუ ისე შესაფერისია. არსებული დეფიციტის გამო, ქვეყანა დაახლოებით 1,4 მლრდ დოლარის ღვინის იმპორტს ახორციელებს. მისი ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ჩილე.

9. შვეიცარია - ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით, 1,2 მლრდ დოლარის ღვინის იმპორტს ახორციელებს. თავად შვეიცარიას მხოლოდ 108 ათასი ლიტრი ღვინის წარმოება შეუძლია, რაც მოთხოვნის მხოლოდ 30%-ს შეადგენს. დანარჩენი ნაწილი იმპორტირებულია ევროკავშირის ქვეყნებიდან.

10. ბელგია - ქვეყანა ყოველწლიურად 1,2 მლრდ დოლარის ღვინის იპორტს ახორციელებს. მართალია, ბელგია ცნობილია ლუდის და ღვინის წარმოებით, თუმცა ქვეყანა შიდა მოთხოვნის დაკაყოფილებას ვერ ახერხებს, რის გამოც ღვინის იმპორტს ევროკავშირის ქვეყნებიდან ახორციელებს.

ნინი ქეთელაური