თბილისელ მძღოლებს ზაფხულში "სითი პარკის" ჯარიმები ჩამოეწერებათ

თბი­ლი­სე­ლებს "სითი პარ­კის" გა­და­უხ­დე­ლი ჯა­რი­მე­ბი ჩა­მო­ე­წე­რე­ბათ. ინი­ცი­ა­ტი­ვა ცოტა ხნის წინ თბი­ლი­სის მერ­მა გა­მოთ­ქვა.

"ეს ჯა­რი­მე­ბი ლა­ხავ­და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბებს და ეს იყო ერთ-ერთი მი­ზე­ზი კომ­პა­ნი­ის­თვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტის. გვახ­სოვს, რამ­დე­ნად დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა იყო ამ კომ­პა­ნი­ის მი­მართ. უბ­რა­ლოდ, შე­და­რე­ბა რომ გა­ვა­კე­თოთ: წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 1,2 მლნ ჯა­რი­მა იწე­რე­ბო­და "სითი პარ­კის" მიერ. მას შემ­დეგ, რაც თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია ოპე­რი­რებს, და­ახ­ლო­ე­ბით 500 ათა­სი ჯა­რი­მა იწე­რე­ბა და ქა­ლაქ­ში არის წეს­რი­გი, არ არ­სე­ბო­ბენ უკ­მა­ყო­ფი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი" - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სი მერ­მა.

კახი კა­ლა­ძის იდე­ას სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინ­ცი­ა­ტი­ვის სახე ზაზა გა­ბუ­ნი­ამ მის­ცა. პარ­ლა­მენ­ტის რე­გი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე AMBBI.GE-სთან აცხა­დებს, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ცე­დუ­რა სა­ვა­რა­უ­დოდ, ივ­ლი­სის თვე­ში დას­რულ­დე­ბა, რის შემ­დე­გაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი "სითი პარ­კის" გა­და­უხ­დე­ლი ჯა­რი­მე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან.

"ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს ჩა­მო­ე­წე­რე­ბათ ყვე­ლა ის გა­და­უხ­დე­ლი ჯა­რი­მა, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტამ­დე, 2018 წლამ­დეა გა­მო­წე­რი­ლი. კა­ნონპ­რო­ექ­ტი ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით უკვე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია და მალე და­ი­წყე­ბა სა­კო­მი­ტე­ტო გან­ხილ­ვე­ბი.

ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. რო­გორც იცით, უამ­რა­ვი მო­ქა­ლა­ქე აღ­მოჩ­ნდა ცუდ დღე­ში ამ ჯა­რი­მე­ბის გამო. მათ ერი­ცხე­ბო­დათ დიდი ოდე­ნო­ბით სა­უ­რა­ვე­ბი, შემ­დეგ საქ­მე მი­დი­ო­და აღ­სრუ­ლე­ბა­ში და მცი­რე ჯა­რი­მის გამო, ზოგ­ჯერ მთელ ან­გა­რი­შებს უყა­და­ღებ­დნენ მო­ქა­ლა­ქე­ებს.

გვსურს, ამ პრობ­ლე­მის­გან გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ე­ე­ბი და ეს ამ პან­დე­მი­ის დროს კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ახლა თი­თო­ე­ულ თეთ­რს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. სა­ერ­თო ჯამ­ში ასე­თი ჯა­რი­მე­ბის ოდე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 850 000 ლარს შე­ად­გენს და ამ კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე სრუ­ლად იქ­ნე­ბა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან", - გვე­უბ­ნე­ბა გა­ბუ­ნია.

უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი გან­მარ­ტავს, რომ ამ­ნის­ტია შე­ე­ხე­ბა გა­და­უხ­დელ ჯა­რი­მას ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე.

"აღუს­რუ­ლე­ბე­ლი ჯა­რი­მა - ეს ტერ­მი­ნი მო­ი­ცავს გა­და­უხ­დელ ჯა­რი­მას ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე. იქ­ნე­ბა ეს აღ­სრუ­ლე­ბა­ში თუ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბამ­დე მი­სუ­ლი საქ­მე. "სითი პარ­კის­გან" გან­სხვა­ვე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამო­ცა­ნა არ არის მო­გე­ბა­ზე იყოს ეს სერ­ვი­სი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ეს მომ­სა­ხუ­რე­ბა ახ­ლაც არ­სე­ბობს, მაგ­რამ არის გა­მარ­თუ­ლი და კარ­გად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­დი", - აღ­ნიშ­ნა პარ­ლა­მენ­ტარ­მა. იხილეთ სრულად