„დიდი ოცეულის“ წევრმა და მოწვეულმა ქვეყნებმა კორონავირუსთან საბრძოლველად 21 მილიარდი აშშ დოლარი გამოყვეს, შესაბამისი ინფორმაცია G20-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გამოყოფილი თანხა კორონავირუსის გავრცელების შეჩერებას, კერძოდ კი, დიაგნოსტიკასა და ვაქცინის შექმნას, ინფიცირებულთა მკურნალობას და სხვადასხვა კვლევას მოხმარდება.
„დიდი ოცეული“ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, კოვიდ 19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანდნენ.
ცნობისათვის, 26 მარტს გამართულ „დიდი ოცეულის“ ვირტუალურ სამიტზე ლიდერები პანდემიის წინააღმდეგ ერთობლივი ძალით ბრძოლასა და ფულადი სახსრების რაც შეიძლება სწრაფად გამოყოფაზე შეთანხმდნენ.