მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ  400 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 400 ათასს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოში ვირუსისგან დაღუპულთა რაოდენობა 402 283-ს შეადგენს.

მსოფლიოში დაფიქსირებულია 6, 983,734 დადასტურებული შემთხვევა, 3, 413,749 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსოფლიოში გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზეა აშშ, სადაც 109 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. შტატების შემდეგ ყველაზე მეტი გარდაცვლილი ჰყავს დიდ ბრიტანეთს, ბრაზილიასა და იტალიას.