რა თანხას ხარჯავენ ჩინეთში კორონავირუსით დაავადებული პაციენტის სამკურნალოდ

ჩინეთის მთავრობა კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტის სამკურნალოდ დაახლოებით 23 ათას იუანს ხარჯავს, რაც თითქმის 3,2 ათასი დოლარია. ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფოს საჭოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ”ბრძოლა COVID-19– ის წინააღმდეგ: ჩინეთის ქმედებები“.

"31 მაისის მდგომარეობით, 58 ათასი პაციენტისთვის ინფექციის დადასტურებული დიაგნოზის საფუძველზე სამედიცინო გადასახადები დაფარული იყო ჯანმრთელობის ძირითადი დაზღვევით. ჯამურმა ხარჯებმა შეადგინა 1,35 მილიარდი იუანი ანუ 23 ათასი იუანი თითო ადამიანზე", - ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მკურნალობის საშუალო ხარჯმა 150 ათას იუანს (დაახლოებით 21.2 ათასი აშშ დოლარი) გადააჭარბა, უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანის სამკურნალო ხარჯი კი აღემატება 1 მილიონ იანს (დაახლოებით 141 ათასი დოლარი).

„ყველა მათგანის მკურნალობის ხარჯი სახელმწიფომ დაფარა", - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, 31 მაისამდე, ჩინეთის ცენტრალურმა და რეგიონულმა მთავრობამ მთლიანობაში გამოყო 162,4 მილიარდი იუანი (დაახლოებით 22.9 მილიარდი დოლარი) პაციენტების მკურნალობისთვის, პროფილაქტიკური ზომებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ახალი კორონავირუსული დაავადება 2019 წლის ბოლოს ცენტრალურ ჩინეთში დაფიქსირდა და შემდგომში გავრცელდა უმეტეს ქვეყნებში. 11 მარტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ იგი პანდემიად გამოაცხადა. ამ დროისთვის მსოფლიოში კოროვირუსით 6,8 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, დაახლოებით 390 ათასი გარდაიცვალა.