შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან იხსნება

დღეიდან, 8 ივნისიდან ქვეყანაში კიდევ რამდენიმე შეზღუდვა იხსნება. კერძოდ, ცვლილება შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, რესტორნებს, სასტუმროებსა და ვალუტის გადაცვლის ჯიხურებს.

უფრო კონკრეტულად, მთავრობის გადაწყვეტილებით:

  • 8 ივნისიდან რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმუშაონ. საუბარია, დახურული ტიპის რესტორნებზე, რადგან როგორც ცნობილია, ღია ტიპის რესტორნებს მუშაობის განახლების უფლება 1-ლი ივნისიდან მიეცათ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ყველა რესტორნისთვის სავალდებულოა გარკვეული რეკომენდაციების დაცვა. მათ შორის, მომხმარებლებისთვის აუცილებელია პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ერთ მაგიდაზე დასაშვებია მაქსიმუმ 6 ადამიანის განთავსება და ა.შ.
  • ორშაბათიდან ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და გადაადგილებას შეეძლებენ უკვე საქალაქთაშორისო მიკროავტობუსები თუ ავტობუსები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სარკინიგზო გზით მგზავრთა გადაყვანა 8 ივნისიდან კვლავ აკრძალული დარჩება.
  • ასევე 8 ივნისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან. თუმცა, ეროვნული ბანკი მოუწოდებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები. შეგახსნებეთ, რომ სავალუტო ჯიხურებს საქმიანობა 2020 წლის 31 მარტიდან შეეზღუდათ.
  • მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 ივნისიდან, ორშაბათიდან გაიხსნება სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და ექნებათ შესაბამისი ნებართვა.