1-ლი ივლისიდან საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას გეგმავს.
შესაბამისად, უკვე ივლისიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენები აღდგება. ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის, რომლის თანახმადაც, ზოგადი რჩევებია:
- შეიმუშავეთ საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმა, რომელიც უნდა აღწერდეს ვირუსის საეჭვო შემთხვევისას რეაგირების ღონისძიებებს;
- უზრუნველყავით მუდმივი კავშირი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურებთან;
- გაფრენისა და მოფრენის ტერმინალებში უზრუნველყავით ნაკადის კონტროლი და უსაფრთხო დისტანციის მარკირება.
მოთხოვნები გამგზავრებისას ტერმინალში:
- ადამიანთა თავშეყრის თავიდან არიდების მიზნით, უზრუნველყავით ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის მოწყობა;
- ტერმინალში უზრუნველყავით მხოლოდ მგზავრების, შშმ პირებისა და ბავშვების გამცილებლების/მომსახურე პერსონალის დაშვება, ან უზრუნველყავით ტერმინალის გატიხვრა საერთო სერვისების (ბანკები, ბარგის შეფუთვა, ავიასალაროები, მაღაზიები, კაფეები და ა.შ.) და მგზავრთა მომსახურების ზონებად. მგზავრთა მომსახურების ზონებში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები და მომსახურე პერსონალი;
- შესასვლელთან, უზრუნველყავით ვიდეოსკრინინგი ან/და თერმოსკრინინგი დაკალიბრებული ხელსაწყოს მეშვეობით, რათა სამუშაოს დაწყების წინ/გამგზავრების წინ გააკონტროლოთ პერსონალის/მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების (37.5 გრადუსი და მეტი) დაფიქსირების შემთხვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112- ის ცხელ ხაზს;
- ვირუსზე საეჭვო ან სავარაუდო პირთა იზოლირებისთვის უზრუნველყავით სპეციალური ოთახ(ებ)ის გამოყოფა;
- საზოგადოებრივ ჯანდაცვის ეროვნულ ორგანოებთან კოორდინაციით, უნდა დანიშნონ შესაბამისი პირები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად (რესპირატორული სიმპტომების გამორიცხვის მიზნით), რომელებიც უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სათანადო სწავლებით;
- თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ განცხადებები (რამდენიმე ენაზე) COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
- რეგურალურად უზრუნველყავით პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებების გაკეთება ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენებით;
- უზრუნველყავით ხშირად გამოყენებული ზედაპირების (ესკალატორის სახელურების, მოაჯირების, საბანკო ტერმინალების, ღილაკების და ა.შ) დასუფთავება/დეზინფექცია სათანადო წესით ყოველ 2-საათში ერთხელ;
- მგზავრებს შორის (გარდა ოჯახის წევრებისა) უზრუნველყავით უსაფრთხო დისტანცია (არა უმცირეს 1.5 მეტრი), განსაკუთრებით, რეგისტრაციის, საავიაციო უშიშროების შემოწმების, საზღვრის კვეთის, თვითმფრინავში ჩასხდომის და მოცდის (მოსასვენებელი ადგილები) პროცესში;
- მგზავრები/მომსახურე პერსონალი დაუშვით მხოლოდ დამცავი ნიღბით (გამონაკლისი შეიძლება იყოს 6 წლამდე ბავშვი);
- მგზავრთა პასპორტისა და ბარგის შესამოწმებელი ადგილები აღჭურვეთ კოლექტიური დაცვის საშუალებებით - დაამონტაჟეთ დამცავი გამჭვირვალე ბარიერი; o მომსახურე პერსონალი აღჭურვეთ შესაბამისად ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით: ნიღაბი (4 საათიანი ინტერვალით); სათვალე/დამცავი ფარი; ხელთათმანი.
- მგზავრების მომსახურების არეებში უზრუნველყავით სადეზინფექციო საშუალებების 60-70%-იანი სპირტის შემცველი ხსნარის განთავსების შესაძლებლობით;
- მგზავრის მომსახურების არეები დაამუშავეთ სადეზინფექციო საშუალებებით რეგულარულად;
- უზრუნველყავით დახურული სივრცეების/ სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია. იმ შემთხევაში, თუ ვერ ხერხდება ბუნებრივი ვენტილაცია, გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაცია, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. დააწესეთ საინჟინრო კონტროლი (ფილტრების დაბინძურების მონიტორინგის ჩათვლით) ვენტილაციის გამართულ მუშაობაზე;
- უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება (ფეხის პედლით გახსნის შესაძლებლობით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი;
- უზრუნველყავით ადამიანთა კონცენტრაციის ადგილების სველი წესით დასუფთავება/დეზინფიცირება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის № 01-123/ო ბრძანების ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ N6 დანართის შესაბამისად;
- მაქსიმალურად შეამცირეთ ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შესაძლებლობა ან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას ადგილზე უზრუნველყავით სადეზინფექციო 60-70%-იანი ხსნარის განთავსება.