პაატა იმნაძის განცხადებით, სომხეთისთვის საქართველოს მხრიდან დახმარების გაწევის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სომხეთისთვის საქართველოს მხრიდან დახმარების გაწევის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როგორც იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სომხეთისთვის შეთავაზება მოხდა. „მოლაპარაკებები ამაზე მიმდინარეობს. იცით, რომ შეთავაზება გაკეთებული იყო, ეს ყველაფერი იქნება მოლაპარაკების საგანი“,- განაცხადა იმნაძემ.