შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ სპორტდარბაზების გახსნა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებენ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებთან ადაპტირებას

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე აცხადებს, რომ სპორტდარბაზების გახსნა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებენ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებთან ადაპტირებას.

„მიმდინარე კვირაში ბიზნესომბუდსმენთან ერთად დაგეგმილი გვაქვს , რომ სპორტული დარბაზების ხელმძღვანელებს შევხვდეთ. თუ რამდენად არიან ისინი მზად ადაპტირდნენ იმ მოთხოვნებთან, რომელიც განსაზღვრული იქნება ჩვენს მიერ, ამაზე იქნება გახსნის პროცესი დამოკიდებული. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ეპიდსიტუაციამ უნდა მოგვცეს ამის შესაძლებლობა. მოთხოვნების დამუშავება ახლა მიდის“,-აღნიშნა ფერაძემ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.