შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი - დღეს ჩვენი თანამშრომლები ამოწმებენ რკინიგზას, რკინიგზის მიმართულებით პროტოკოლებია შემუშავებული

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, საკინიგზო მიმოსვლის აღდგენისთვის რკინიგზას კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს. როგორც ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, პირბადის ტარება მგზავრებისთვის სავალდებულო იქნება.

„დღეს შრომის ინსპექციის თანამშრომლები საჩვენებელ ვიზიტზე არიან წასული და ამოწმებენ რკინიგზას. პროტოკოლები არის შემუშავებული რკინიგზის მიმართულებით. პირბადის ტარება არის სავალდებულო, მაგრამ რადგან აქ არის შესაძლებლობა, რომ სპეციალური ულტრაიისფერი სხივებით და შესაბამისი ვენტილაციის გამოყენებით იყოს უფრო მეტი პრევენცია, ეს არის მოთხოვნა და ბუნებრივია იქნება რეალიზებული. ეტაპობრივად მოხდება სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაც“, - განაცხადა ფერაძემ.