გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შროდერი კვლავ რუსული „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება 5 ივნისს, დირექტორთა საბჭოზე, აქციონერთა წლიური შეკრების შემდეგ მიიღეს.
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შროდერი "როსნეფტის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე 2017 წლიდან არის.
კომპანიის ინფორმაციით, 2019 წელს „როსნეფტის“ წმინდა მოგება 30%-ით, 708 მლრდ რუბლამდე (დაახლოებით 10,2 მლრდ დოლარი) გაიზარდა.