დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაობის შემსრულებელ კონტრაქტორ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" აჭარის მთავრობიდან აცნობეს, თორნიკე რიჟვაძემ კომპანიის წარმომადგენლებს ახალი გადაწყვეტილება გააცნო, რომლის თანახმად, კომპანიებს, რომლებმაც ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო ვერ შეძლეს განსაზღვრულ ვადებში შეესრულებინათ სამუშაოები, პირგასამტეხლო არ დაეკისრებათ და სამუშაოების შესასრულებლად დამატებითი ვადა მიეცემათ.
,,შეხვედრაზე პანდემიით გამოწვეული შეფერხებების და მათი აღმოფხვრის გზების შესახებაც ისაუბრეს. კომპანიის წარმომდგენლებს დაევალათ რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვა. პანდემიით გამოწვეული შეფერხებების მიუხედავად, ინფრასტრუქტურული პროექტები დინამიურად გრძელდება და განხორციელდება ვადების დაცვით," - ნათქვამია ინფორმაციაში.