„საერთაშორისო აკადემია ლოგოსი“ მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს ამერიკული სკოლის ორმაგი დიპლომის პროგრამის გავლის შესაძლებლობას სთავაზობს.
ზოგადი განათლების დამადასტურებელ ატესტატთან ერთად, ისინი ამერიკული სკოლის დიპლომის აღებასაც შეძლებენ.
ამერიკული სკოლის ორმაგი დიპლომის პროგრამა არის ციფრული განათლების ინოვაციური პლატფორმა, რომლის დახმარებითაც მოსწავლეები “ლოგოსში” სწავლის პარალელურად შეძლებენ ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამის გავლას და დაამთავრებენ ამერიკულ სკოლას ონლაინ სწავლის მეთოდის გამოყენებით.
დისტანციური სწავლების მეშვეობით მოსწავლეები ირიცხებიან ამერიკულ სკოლაში (AHS – American High School). დიპლომის მისაღებად მოსწავლეებმა მე-9 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით უნდა გაიარონ 24 კრედიტი – 18 კრედიტი “საერთაშორისო აკადემია ლოგოსში”, ხოლო 6 კრედიტი AHS – American High School-ში.
ორმაგი დიპლომის პროგრამის ხანგრძლივობა არის 2 ან 3 წელი. მისი მახასიათებლები შემდეგნაირად გამოიყურება:
● საერთაშორისო საგანმანათლებლო გარემო
● სწავლა მხოლოდ ინგლისურ ენაზე
● ახალი ტექნოლოგიების გამოყენება განათლებაში
● მოსწავლეთა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი
● მეტი წვდომა ამერიკულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებზე
● მოსწავლეთა მომზადება 21-ე საუკუნის გამოწვევებისათვის
● მენტორის დახმარება საერთაშორისო აკადემია ლოგოსში
● წვდომა ამერიკელ მასწავლებლებთან ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
პროგრამა არის სრულად აკრედიტირებული ორგანიზაცია AdvancED-ის მიერ (SACS CASI) და აღიარებული აშშ-ს განათლების დეპარტამენტის მიერ (U.S. Department of Education). მიღებული დიპლომი იდენტურია ნებისმიერი ამერიკული სკოლის დიპლომისა.
პროგრამაზე მიღება მიმდინარე წლის 31 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობს.
(R)