აშკარად ჩანს, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტი არის სისტემური მიდგომის შედეგი.
აქ გააზრებულია ყველაფერი, დათვლილია თითოეული რისკი, როგორც დროში, ისევე იმ რისკების, იმ რეალობის გათვალისწინებით, როდესაც პროგნოზირებადობის ხარისხი არის ძალიან დაბალი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს ერთობლივი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობა მინდა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკს, მთავრობის ადმინისტრაციის ეკონომიკურ გუნდს ერთობლივი მუშაობისთვის, პირველ რიგში, ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, როგორც ფისკალური, ასევე მონეტარული მიმართულებით. ეს იყო უკიდურესად კოორდინირებული მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, დონორებთან. სწორედ ამის შედეგი იყო, როდესაც ჩვენ პირველებმა დავასრულეთ საერთაშორისო ფონდთან მოლაპარაკებები და ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არცერთი დღე არაფერი დამუქრებია. ეს არის ამ ხალხის დამსახურება. მეორე - მადლობა მინდა გადავუხადო და აშკარად ჩანს, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტი არის სისტემური მიდგომის შედეგი. აქ გააზრებულია ყველაფერი, დათვლილია თითოეული რისკი, როგორც დროში, ისევე იმ რისკების, იმ რეალობის გათვალისწინებით, როდესაც პროგნოზირებადობის ხარისხი არის ძალიან დაბალი“, - განაცხადა გახარიამ.