2020 წლის 1-ელ კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 44.2 პროცენტით, მეორე ადგილზე აშშ - 17.0 პროცენტით, ხოლო მესამეზე პანამა - 11.9 პროცენტით.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ - 73.1 მლნ აშშ დოლარი; აშშ-დან - 28.1 მლნ დოლარი; ხოლო პანამადან -19.6 მლნ დოლარი შეადგინა.
“საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის 1-ელ კვარტალში 165.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის 1-ლი კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 41.7 პროცენტით ნაკლებია.
მათივე ცნობით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში.