მთავრობა სახელფასო ფონდს 57 მილიონი ლარით ამცირებს

საჯარო სექტორში დასაქმებულთა სახელფასო ფონდი 57 მლნ ლარით მცირდება. ამის შესახებ აღნიშნულია 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტში.

პროექტის მიხედვით, წელს სახელფასო ფონდი იქნება 1.839 მლრდ ლარი.

ამას გარდა, ხარჯების შემცირება დაგეგმილია "საქონელის და მომსახურების" მიმართულებითაც. კერძოდ, აქ შემცირება მოხდება 107 მლნ ლარით და იქნება 1,860 მლრდ ლარი.

სუბსიდიების მუხლში არა-COVID ხარჯები 77 მლნ ლარით მცირდება, ხოლო სხვა მიმართულების ხარჯები კი 559 მლნ ლარით იზრდება. ჯამურად, სუბსიდიების ბიუჯეტი 1.5 მლრდ ლარით იქნება განსაზღვრული. ამასთან, იზრდება თანხები სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებითაც, კერძოდ, 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის მიხედვით, ეს თანხა 5,575 მლრდ ლარი იქნება, ნაცვლად 4,556 მლრდ ლარისა.