რუსეთმა საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა, შესაძლოა, შემოდგომაზე აღადგინოს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია ავრცელებს.
ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, რუსული ავიაკომპანიების ეკონომიკური მდგომარეობის უფრო სწრაფად აღდგენის მიზნით, განიხილება ფრენების აღდგენა საქართველოს და ეგვიპტის მიმართულებით.
"რუსული ავიაგადამზიდების ეკონომიკური მდგომარეობის უფრო სწრაფი აღდგენისთვის, განიხილება შემოდგომიდან საქართველოსა და ეგვიპტეში რეისების აღდგენა. ეს არის მიმართულებები, რომლებზეც მოთხოვნა დიდია. რაც საშუალებას მისცემს ავიაკომპანიებს დაბალ სეზონზეც მიიღონ გარანტირებული მგზავრების ნაკადი,"- წერია ტუროპერატორების ასოციაციის განცხადებაში.