რა დაუჯდა ბიუჯეტს უცხოეთიდან ქართველების ჩამოყვანა

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს ფინანსთა სამინისტრომ ანტიკრიზისული ბიუჯეტი წარადგინა.

მათ შორის როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საკარანტინე სივრცეებით მომსახურების ანაზღაურებასა და ფრენის სუბსიდირებაზე - 45 მლნ ლარია გათვალისწინებული.

აქედან საკარანტინე სივრცეების მომსახურების ანაზღაურებისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებული რესურსი 44 მლნ ლარი, ხოლო ფრენის სუბსიდირებისთვის - 1 მლნ ლარია.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ცნობით, 22 მაისისთვის სახელმწიფომ დააბრუნა ჯამში, 12 720 საქართველოს მოქალაქე, მათ შორის საჰაერო გზით - 7 107, სახმელეთო გზით - 5 223 და საზღვაო გზით - 390 ადამიანი.

ამასთან, განხორციელდა 74 ავიარეისი მსოფლიოს 27 ქვეყნიდან, მათ შორის ჩინეთი, ირანი, იტალია, გერმანია, საბერძნეთი და ა.შ. განხორციელებულ ფრენებს შორის - 33 პირდაპირი რეისი შეასრულა ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებმა“.

თაია არდოტელი
სამუშაო პროცესში ოფისებში სანიტარული შესვენების დაწესება სავალდებულო ხდება
4 შეზღუდვა, რომელიც ორშაბათიდან მოიხსნება
საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო ჯამში, 26 მლნ ლარზე მეტის ჯარიმა გამოიწერა