„დელტა შესაძლოა, გახდეს ერთ-ერთი ფაბრიკის პარტნიორი, რომელიც სრულად ემსახურებოდა ექსპორტს,“- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
„დელტა“ მუშაობს ძალიან საინტერესო შემოთავაზებაზე, რომ გავხდეთ ერთ-ერთი ფაბრიკის პარტნიორი, რომელიც არის აღჭურვილი უახლესი იტალიური და იაპონური დანადგარებით, რომელიც სრულად ემსახურებოდა ექსპორტს. კორონას კრიზისის გამო, ამ საწარმოს შეექმნა პრობლემები.
ვინაიდან, გაჩერდა წარმოება, ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ „დელტა“ გახდეს თანაპარტნიორი ამ ფაბრიკის. ხარისხი კი, რაც მთავარია იქნება გარანტირებული. ამ საწარმოში მუშაობს 350 დატრენინგებული, იტალიელი დიზაინერების მიერ მომზადებული ქართველი მკერავები. აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა. ეს თანამშრომლობა მოაგვარებს ძალიან ბევრ პრობლემას არა მხოლოდ ჯარისთვის, არამედ პოლიციისთვის და სხვა უწყებებისთვისაც“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.