თურქეთში შესულ ტურისტებს კორონავირუსზე შეამოწმებენ. ამის შესახებ ქვეყნის ტურიზმისა და კულტურის მინისტრმა მეჰმედ ერსოიმ განაცხადა. მისი თქმით, თურქული მხარე ვიზიტორებს დაავადების შესახებ ცნობას არ მოსთხოვს, მაგრამ კონტროლი მაინც იქნება.
თურქული მედიის ინფორმაციით, ტურისტებს საზღვრზე უკონტაქტო თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. სასაზღვრო-საკონტროლო ზონებში მოეწყობა პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტები. ვიზიტორებს, რომელთაც დაუფიქსირდებათ 38 გრადუსი და მეტი, გადაიყვანენ სამედიცინო პუნქტში და გაუკეთებენ PCR ტესტებს.
ამასთან, როგორც ერსოი აცხადებს, თურქეთი იმ უცხოელებს, რომლებიც კორონავირუსით ქვეყანაში ყოფნის დროს დაავადდებიან, უმკურნალებს.
"თუ ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ავად გახდება, ისინი მიიღებენ ყველა აუცილებელ სამედიცინო მომსახურებას. ამ მხრივ, არავინ არ უნდა ინერვიულოთ", - განაცხადა მინისტრმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, იქნება თუ არა მკურნალობა.
როგორც ცნობილია, თურქეთი საჰაერო საზღვრებს 18 ივნისიდან ხსნის. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყებს ქვეყანა საერთაშორისო ტურისტების მიღებას.