ეკონომიკის სტიმულირებისთვის გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში მოსახლეობას 100-ევროიან ვაუჩერებს დაურიგებენ. მისი გამოყენება მომხმარებელს ბარებისა და მაღაზიებში ვიზიტისას შეეძლებათ. 100 ევროს ვაუჩერს ქვეყნის ყველა მოქალაქე მიიღებს, რომელთაც ასაკი 16 წელზე მეტია.
როგორც მალტის მთავრობაში აცხადებენ, ასეთი ღონისძიება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას და ბიზნესის მხარდაჭერას.
მთავრობის გადაწყვეტიებით, გაიცემა 5 ერთეული 20-ევროიანი ვაუჩერი, აქედან მოქალაქეებს 4-ის გამოყენება შეეძლებათ სასტუმროს და რესტორნის მომსახურების მიღებისას, ერთი ვაუჩერის კი მაღაზიებში საყიდლებისთვის. როგორც მალტის პრემიერ-მინისტრმა რობერტ აბელმა აღნიშნა, ერთდროულად ოთხი ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია.
მთავრობა იმედოვნებს, რომ ასეთი ღონისძიება მალტაში ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს.
უკვე ცნობილია, რომ მალტის აეროპორტი ფრენებს 1-ლ ივლისს განაახლებს, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნის ხელისუფლება საერთაშორისო ვიზიტორების 20%-ით შემცირებას ელოდება.