1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0648 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0648 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0648 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9805 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0843 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4549 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3599 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0950 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.