თბილისის მერია - დიდუბის გამგეობამ 23 დაზიანებული სპორტული მოედანი აღადგინა

დიდუბის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ცნობით, ამ დროისთვის, დიდუბესა და დიღმის მასივში 23 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა.

სამუშაოების შედეგად, დაზიანებულ მოედნებზე ბალახის ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარის ბადეები და კალათბურთის ფარები შეიცვალა. ასევე, დამონტაჟდა ლითონის მავთულბადე. აღნიშნული სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „პე ბე“ განახორციელა, რისთვისაც 235 495 ლარი გამოიყო.