ვინ არის ქართველი პროგრამისტი გოგონა, რომელიც კანადაში სრული დაფინანსებით ისწავლის

18 წლის მა­რი­ამ ლომ­თა­ძე, რო­მე­ლიც უკვე რამ­დე­ნი­მე სტარ­ტა­პის მფლო­ბე­ლია, სწავ­ლას კომ­პი­უ­ტე­რულ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ზე, კა­ნა­და­ში გა­აგ­რძე­ლებს - კო­მა­რო­ვის მოს­წავ­ლემ Carleton University-დან ჩა­რი­ცხვა­ზე და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ მი­ი­ღო. პროგ­რა­მა, რომ­ლი­თაც მა­რი­ა­მი კა­ნა­და­ში სწავ­ლას შეძ­ლებს, მას და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც მის­ცემს. პან­დე­მი­ის გამო პირ­ველ სე­მესტრში ლექ­ცი­ებს დის­ტან­ცი­უ­რად და­ეს­წრე­ბა, იან­ვრი­დან კი სწავ­ლა­სა და მუ­შა­ო­ბას კა­ნა­დის დე­და­ქა­ლაქ­ში, ოტა­ვა­ში გა­აგ­რძე­ლებს.

ახალ­გაზ­რდა სტუ­დენ­ტი და მე­წარ­მე AMBEBI.GE-ს წარ­მა­ტე­ბამ­დე გავ­ლი­ლი გზის, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.

- კარლ­ტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის­გან მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რი­ვი და­ფი­ნან­სე­ბა (Excellence Scholarship) მარ­ტში მი­ვი­ღე, სკო­ლის პე­რი­ოდ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გამო. სრულ და­ფი­ნან­სე­ბა­ზე პა­სუ­ხი რამ­დე­ნი­მე დღის წინ მო­მი­ვი­და, ეს Shopify Dev Degree-ა, რო­მე­ლიც კა­ნა­დის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის კომ­პა­ნი­ი­სა და ორ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პრო­ექ­ტია, აქე­დან ერთ-ერთი სწო­რედ კარლ­ტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტია. პროგ­რა­მა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის 4-წლი­ან ბა­კა­ლავ­რი­ატს მო­ი­ცავს, 3 კურსს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­დი­ხარ, მე­ო­თხე კურ­სად კი თა­ვად Shopify-ში, ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე მუ­შა­ო­ბა გეთ­ვლე­ბა.

ამ პროგ­რა­მა­ში მო­სახ­ვედ­რად ჯერ აპ­ლი­კა­ცია მქონ­და შე­სავ­სე­ბი, დავ­წე­რე რამ­დე­ნი­მე ესსე, გავ­გზავ­ნე ჩემი რე­ზი­უ­მე, თუ რა პრო­ექ­ტებ­ზე მი­მუ­შა­ვია და ა.შ. შემ­დეგ სამი ინ­ტერ­ვიუ გა­ვი­ა­რე, მათ შო­რის ტექ­ნი­კუ­რი, სა­დაც მა­გა­ლი­თად, ჩემი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რებს ამოწ­მებ­დნენ. შემ­დეგ უკვე მი­ღე­ბა­ზე დას­ტუ­რი მო­მი­ვი­და. პროგ­რა­მით კარლ­ტო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა სრუ­ლად ფი­ნანსდე­ბა და ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე მუ­შა­ო­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი ხელ­ფა­სი გა­ი­ცე­მა - ამით სა­ცხოვ­რებ­ლის თან­ხე­ბის და­ფარ­ვას ვა­პი­რებ. სწავ­ლის და­ფი­ნან­სე­ბა და ხელ­ფა­სი სულ 160 000+ კა­ნა­დურ დო­ლარს აღ­წევს.

რამ­დე­ნი­მე ჰა­კა­თონ­ში მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ერთ-ერ­თზე სწო­რედ Shopify-ს ერთ-ერთი პრო­დუქ­ტი გა­მო­ვი­ყე­ნე, მა­შინ არც კი წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ოდეს­მე ამ კომ­პა­ნი­ა­ში ვი­მუ­შა­ვებ­დი. Shopify-ში ჯერ სწავ­ლე­ბა იქ­ნე­ბა, რამ­დე­ნი­მე პროგ­რა­მი­რე­ბის ენას ავით­ვი­სებთ, შემ­დეგ კი გა­ნათ­ლე­ბა ოთხ სხვა­დას­ხვა სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მა­ზე გაგ­რძელ­დე­ბა, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად, Mobile Development, Web Development, Security, Artificial Intelligence და ა.შ.

- რო­გორც ვიცი, სა­ზღვარ­გა­რეთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­რი­ცხვას დიდი ხანი ცდი­ლობ­დი. სა­ბო­ლო­ოდ, რო­გორ მი­აღ­წიე ამას?

- სა­ზღვარ­გა­რეთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­სა­ბა­რებ­ლად და­ახ­ლო­ე­ბით, 2-3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვემ­ზა­დე­ბო­დი. უამ­რა­ვი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა დამ­ჭირ­და, თა­ნაც რამ­დენ­ჯერ­მე, რად­გან გა­მოც­დე­ბი ჩემ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი არ ყო­ფი­ლა, უფრო ტექ­ნო­ლო­გი­ურ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა, ამ სფე­რო­ში გან­ვი­თა­რე­ბა მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ამი­ტომ, ტეს­ტებ­ში სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად ცოტა დიდი დრო დამ­ჭირ­და. სა­ბუ­თე­ბი რამ­დე­ნი­მე, და­ახ­ლო­ე­ბით, 20-მდე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გავ­გზავ­ნე, ნა­ხე­ვარ­ზე მეტ შემ­თხვე­ვა­ში უა­რის წე­რი­ლის წა­კი­თხვა მო­მი­წია. თუმ­ცა არ დავ­ნებ­დი, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი ვიშ­რო­მე და უა­რის გამო თავი რომ და­მე­ნე­ბე­ბი­ნა, ცოტა უაზ­რო­ბა იქ­ნე­ბო­და. ამ პროგ­რა­მა­ზე სა­ბუ­თე­ბი სულ ბო­ლოს გა­ვაგ­ზავ­ნე. უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ჩემი სკო­ლის ნიშ­ნე­ბი­სა და იმ აქ­ტი­ვო­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ამირ­ჩია, რაც სკო­ლის შემ­დეგ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე (სკო­ლის შემ­დეგ 1 წელი შე­ვის­ვე­ნე).

- რას გვე­ტყვი იმ პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც სკო­ლის პე­რი­ოდ­ში იღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

- მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 5 ჰა­კა­თონ­ში მი­ვი­ღე და მათ­გან 4-ში გა­ვი­მარ­ჯვე. პირ­ველ ჯერ­ზე 2017 წელს, ბი­ო­ჰა­კა­თონ­ში ჩემს ძმას­თან ერ­თად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მე­ო­რე ად­გი­ლი ავი­ღეთ აპ­ლი­კა­ცი­ის შექ­მნით ფერ­მე­რე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ფერ­მის მარ­თვას აად­ვი­ლებს. შემ­დეგ დე­და­მი­წის დღის­თვის მი­ძღვნი­ლი ჰა­კა­თო­ნი იყო, სა­დაც ჩვენს აპ­ლი­კა­ცი­ა­ში მო­თა­მა­შე ნაგ­ვის ურ­ნის როლს ას­რუ­ლებს - დარ­ბის და მხო­ლოდ ისეთ ნარ­ჩე­ნებს იჭერს, რო­მე­ლიც გა­და­მუ­შა­ვე­ბა­დია. ამ პრო­ექ­ტით ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას ეწყო­ბო­და ხელი. მერე გენ­დერულ მო­ნა­ცემ­თა ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის ჰა­კა­თო­ნი იყო - ზო­გა­დად, გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბით ძა­ლი­ან ვარ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რად­გან თა­ვად, რო­გორც პროგ­რა­მის­ტი გო­გო­ნა, ბავ­შვო­ბა­ში ჩემი სქე­სის გამო ცოტა სტრე­სის ქვეშ ვი­ყა­ვი მოქ­ცე­უ­ლი, ამი­ტომ მინ­და, ამ მხრივ სხვებს და­ვეხ­მა­რო.

ამ ჰა­კა­თონ­ზე აპ­ლი­კა­ცია შევ­ქმე­ნით, სა­დაც "დის­ნე­ის“ პრინ­ცე­სე­ბის არ­ჩე­ვა რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით ხდე­ბო­და, მა­გა­ლი­თად, ფიფ­ქია გორს და­ვუ­კავ­ში­რეთ, ვაშ­ლის გამო. პრინ­ცე­სის არ­ჩე­ვის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე კი­თხვა, შემ­დეგ კი - სტა­ტის­ტი­კა ჩნდე­ბო­და, თუ რა რო­გორ ხდე­ბა რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში.

ამის მთა­ვა­რი არსი შემ­დე­გი იყო, რომ "დის­ნე­ი­ში“ პრინ­ცე­სე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ადრე, თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასაკ­ში და­ქორ­წინ­და, ზღაპ­რე­ბი კი ყო­ველ­თვის მთავ­რდე­ბა სი­ტყვე­ბით: "და ცხოვ­რობ­დნენ დიდ­ხანს და ბედ­ნი­ე­რად“, მაგ­რამ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ეს ასე არ ხდე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ დავ­წე­რეთ ეს აპ­ლი­კა­ცია, რათა ეს ილუ­ზი­ე­ბი ნაკ­ლე­ბად იყოს. ესეც, უმ­თავ­რე­სად, ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ბოლო ჰა­კა­თონ­ზე ჩემს გუნდთან ერ­თად ისე­თი აპ­ლი­კა­ცი­ის პრო­ტო­ტი­პი შევ­ქმე­ნი, რო­მე­ლიც რჩე­ვას იძ­ლე­ვა, თუ რა უნდა ჩა­იც­ვა. იმე­დია, მა­საც ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვანთ.

- უცხო­ეთ­ში სწავ­ლის სურ­ვი­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად რო­დის გა­გიჩ­ნდა?

- თა­ვი­დან­ვე ისეთ გა­რე­მო­ში ვი­ყა­ვი, სა­დაც ძა­ლი­ან ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, რომ­ლე­ბიც ტოპ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლო­ბენ. ასეთ გა­რე­მოც­ვა­ში თა­ვა­დაც იაზ­რებ, რამ­დე­ნი ძა­ლი­ან მა­გა­რი რა­ღა­ცის სწავ­ლა და გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლია. მეც ვი­ფიქ­რე, რა­ტო­მაც არა, ვცდი, რა მაქვს და­სა­კარ­გი-მეთ­ქი. სა­ზღვარ­გა­რეთ ჩა­ბა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აქ დარ­ჩე­ნის შე­და­რე­ბით, მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მექ­ნე­ბო­და, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, ამის­თვის მე­მე­ცა­დი­ნა და მეშ­რო­მა. რაც თავი მახ­სოვს, ამას ვგეგ­მავ­დი, უბ­რა­ლოდ 3 წე­ლია, აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ­დი. განაგრძეთ კითხვა