ბურუნდის პრეზიდენტი პიერ ნკურუნზიზა 55 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პრეზიდენტი პიერ ნკურუნზიზა კვირას საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მან თავი შეუძლოდ იგრძნო.
ცნობისათვის, პიერ ნკურუნზიზა ქვეყანას 15 წლის განმავლობაში მართავდა. ის მიმდინარე წლის აგვისტოში გადადგომას აპირებდა.